Elena (9.4.2009, 11:37) писал:
Да я уже сама чувствую, что много чего вспомнила и новых слов много узнала!
Лена, тебе новое задание
რაფიელ ერისთავი
კაცი ის არის
კაცი ის არის, ვინც მისდევს
დიდის მოძღვრისა მცნებასა,
ვინც მოძმეს გულსა გაუხნის,
თავს ააცილებს ვნებასა,
ქვრივ-ობლებს ცრემლებს მოსქმენდავს,
მოუსპობს გაჭირვებასა,
იბრძვის და იბრძვის ერისთვის,
ქვეყანას მისცემს შვებასა!
კაცი ის არის, ვინც მამულს
გამოადგება შვილადა,
ვისაც სამშობლო ტაძრად აქვს,
თავი - სამსხვეპლო წილადა,
ქვეყნისა ცრემლი ჭირად უჩნს,
მისი ღიმილი - ლხინადა,
ვინც მისთვის თავსა შესწირავს
მას შემოავლებს ფთილასა!
კაცი ის არის, ვინც მამულს
ეტრფის და ეთაყვანება,
ვისაც ვერ დასძლევს მტრის ოქრო,
ვერც მისი მკაცრი ბრძანება,
ვისაც სამშობლოს ოხვრისთვის
ლომ-გული მოეფხანება,
ვინც დასთხევს მისთვის წმინდა სისხლს,
მოწამეს დაემგვანება!
1886